რეპრო/დიზაინ სტუდია

ბეჭდვამდელ განყოფილებაში შემოსული ფაილი (ჟურნალი, გაზეთი, ბუკლეტი, სიგარეტის ARTWORK- და ..) მუშავდება ფერდასაშლელად და დასრულებული სახით მიეწოდება ბეჭდვის განყოფილებას.

ფერდაშლა პირველი და ყველაზე მნიშმნელოვანი საფეხურია მაღალხარისხიანი ფერადი ბეჭდვის პროცესში. ომეგა თეგში ჩვენ ვმუშაობთ ბოლო თაობის სკანირებისა და ფოტოგამჟღავნების დანადგარებით, რათა დავიცვათ სიზუსტის მაქსიმალური სტანდარტები. ჩვენს დანადგარებს შორის არის Herkules Elite, SW Signastation, ფირების გამამჟღავნებელი დანადგარი - Multiline 860 და ფირების დამასხივებელი მანქანა Bacher 3081. სტამბაში ფერთა დაშლის მოწყობილობა ფერების ადაპტაციისა და მანიპულირების, ილუსრტიტების, დასურათების და სხვა მრავალ საშუალებას იძლევა. ასე რომ, თუნდაც ერთფეროვანი და უფერული გამოსახულებიდან თქვენ ყოველთვის მიიღებთ ნათელსა და ფერებით მდიდარ სურათს. სურვილის შემთხვევაში ჩვენი ტექნიკური პერსონალი დიდი სიამოვნებით აგიხსნით ჩვენი მუშაობის სპეციფიკას და გაგარკვევთ იმ ტექნოლოგიურ დეტალებში, რომელთა დახმარებითაც თქვენს ორიგინალ ნიმუშებს საუკეთესო ნაბეჭდ პროდუქციად ვაქცევთ.

მსოფლიო დონის სტანდარტები

პროდუქციის საბოლოო ხარისხი ბევრი ელემენტის ჯამს შეადგენს. ესენია: დიზაინი, ფერთა დაშლა, ბეჭდვა და სხვა მისი წინამორბედი თუ მომდევნო პროცესები. მოწინავე ტექნოლოგიებისა და პროფესიონალიზმის წყალობით სტამბაში შეიძლება აბსოლუტური სიზუსტის მიღწევა წარმოების ყველა ეტაპზე.

უკან დაბრუნება