pic1pic2pic3pic4pic5

უკანასკნელი სიახლეები:

EFES გარანტირებული პრიზების საშემოდგომო აქცია 2012

EFES გარანტირებული პრიზების საშემოდგომო აქცია 2012ვრცლად

ბეჭდვითი მომსახურება:

სრული ფერის ლითოგრაფიული ბეჭდვა

გრაფიკული დიზაინი

ფერდაშლა

სხვასასხა სახის ლაქირება, ულტრაიისფერის ჩათვლით

ცხელი და ცივი ლამინაცია

ფლექსოფორმების დამზადება

სხვადასხვა სახის ქაღალდისა და მუყაოს ამოკვეთა,ამობურცვა, ფოლგით წნეხვა ოქროში და ვერცხლში და ა.შ.

თერმული კერვა

ცელოფანში შეფუთვა

უსწორმასწორ ზედაპირზე ბეჭდვა

ამოკვეთა, პერფორაცია, ნუმერაცია, კეცვა

ჰოლოგრამების დატანა

თითოეულ ამ პროცესზე დაკვირვებას და კონტროლს ახორციელებს ხარისხის კონტროლის ლაბორატორია. თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ევროპული სტანდარტების მიხედვით მომუშავე სტამბას შეუძლია აწარმოოს უმაღლესი ხარისხის პოლიგრაფიული პროდუქცია: სხვადასხვა სახის ეტიკეტები, სხვადასხვა ზომის კოლოფები, საუკეთესო ხარისხის ჟურნალ-გაზეთები, ბროშურები, ბუკლეტები, პოსტერები და ა.შ.

ომეგა თეგის შესახებ

ომეგა თეგი ეს არის ევროპული დონის სტანდარტებისა და ხარისხის სტამბა, რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო 1999 წლის 24 ოქტომბერს. 

ომეგა თეგის თანამშრომლები მიზნად ვისახავთ, დავეხმაროთ ჩვენს კლიენტებს საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში. მნიშვნელობა არ აქვს, რთული სტრუქტურის შესაფუთი მასალები გჭირდებათ, თუ მცირე ტირაჟიანი მაღალი ხარისხის ნაბეჭდი პროდუქცია, ბიზნეს-გარემოსათვის აუცილებელი საკანცელარიო ნივთები თუ ფერადი სარეკლამო მასალები, ყოველთვის კმაყოფილი დარჩებით პროფესიონალური მომსახურების მაღალი დონითა და თბილი მიღებით, რაც სტამბა ომეგა თეგში დაგხვდებათ.

გარდა ამისა, შეგვიძლია შემოგთავაზოთ, თქვენთვის საჭირო დამატებითი სერვისი. ჩვენი ექსპერტები და ტექნიკური სპეციალისტები არა მხოლოდ კონსულტაციას გაგიწევენ განსაკუთრებულად მნიშმნელოვან ბეჭდვამდელი პროცესის დროს, არამედ შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი შიდა დიზაინერული ჯგუფის კრეატიულობით და თქვენს პროდუქციას განსაკუთრებული, ელეგანტური და ბრწყინვალე დეტალები შემატოთ. ასევე, შეგვიძლია შემოგთავაზოთ, თქვენი მოთხოვნების შესაფერისი სერვისი. ისურვეთ და მოხარულები ვიქნებით განვიხილოთ და შევასრულოთ თქვენი თითოეული მოთხოვნა.

ჩვენი პროდუქციის მიწოდება მომხმარებლისადმი ხორციელდება მთელი ამიერკავკასიის მასშტაბით, ასევე მივესალმებით ყველა მომხმარებელს რომელთაც საშუალაება აქვთ პროდუქცია თავად წაიღონ ჩვენი ოფისადან (თბილისში).