pic1pic2pic3pic4pic5

ბეჭდვითი მომსახურება:

სრული ფერის ლითოგრაფიული ბეჭდვა

გრაფიკული დიზაინი

ფერდაშლა

სხვასასხა სახის ლაქირება, ულტრაიისფერის ჩათვლით

ცხელი და ცივი ლამინაცია

ფლექსოფორმების დამზადება

სხვადასხვა სახის ქაღალდისა და მუყაოს ამოკვეთა,ამობურცვა, ფოლგით წნეხვა ოქროში და ვერცხლში და ა.შ.

თერმული კერვა

ცელოფანში შეფუთვა

უსწორმასწორ ზედაპირზე ბეჭდვა

ამოკვეთა, პერფორაცია, ნუმერაცია, კეცვა

ჰოლოგრამების დატანა

თითოეულ ამ პროცესზე დაკვირვებას და კონტროლს ახორციელებს ხარისხის კონტროლის ლაბორატორია. თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ევროპული სტანდარტების მიხედვით მომუშავე სტამბას შეუძლია აწარმოოს უმაღლესი ხარისხის პოლიგრაფიული პროდუქცია: სხვადასხვა სახის ეტიკეტები, სხვადასხვა ზომის კოლოფები, საუკეთესო ხარისხის ჟურნალ-გაზეთები, ბროშურები, ბუკლეტები, პოსტერები და ა.შ.

საბეჭდი დანადგარები ...

ომეგა თეგს ამიერკავკასიაში ყველაზე შთამბეჭდავი და თანამედროვე პროფესიული საბეჭდი დანადგარები გააჩნია. ბევრ დასავლურ-ევროპულ სტამბას შეიძლება შეშურდეს ჩვენი შესაძლებლობების.

საბეჭდი დანადგარები

Heidelberg Speedmaster SM 74

ეს არის უნიკალური მანქანა, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია Heidelberg-ის ქსელში როგორც Speedmaster 74. იგი ერთადერთია, რომელიც Heidelberg-ის მსოფლიო  ქსელის ნუსხაში საკუთარი სახელით მოიხსენიება. საბეჭდი მანქანა ”Speedmaster SM 74” შეესაბამება ”ომეგა თეგის” მაღალ ტექნოლოგიურ სტანდარტებს და მრავალმხრივ მოთხოვნებს. Speedmaster SM 74 5+2 ფერიანი საბეჭდი დანადგარია, რომლის სიჩქარე საათში 15,000 ფურცელს აღწევს. განსაკუთრებულია ხარისხი, სიმკვეთრე და ფერების ბრწყინვალება, რომელიც ამ საბეჭდი დანადგარით მიიღება. მას აქვს ფერის კონტროლის საზომი სისტემა, რომელიც სრულიად ინტეგრირებულია აპარატთან და ამცირებს ქაღალდის დანახარჯის დონეს. სხვადასხვა ფერის ოქროთი და ვერცხლით ამოტვიფრულ წარწერებს, ანდა ამა თუ იმ პროდუქციის ლაქირებულ სარეკლამო ფურცლებს  ”ომეგა თეგში” გამოცემულ ნებისმიერ ჟურნალში და სარეკლამო ბუკლეტზე იხილავთ.

Heidelberg GTO

A3 ფორმატის საბეჭდ მანქანა GTO-ს მრავალი შესაძლებლობა აქვს. მას შეუძლია დაბეჭდოს სხვადასხვა ფერში ბიზნეს ბარათები, ბლანკები და სხვა, რაც საჭიროა თანამედროვე ბიზნესის განვითარებისთვის. მანქანას აქვს ულტრაიისფერი სხივებით დამცავი სექცია, რომელიც საბოლოო შტრიხს უსვამს პროდუქციას და იცავს ფასიან ქაღალდებს. GTO-ს შეუძლია დაბეჭდოს რვა (ირისის) ფერში და გააკეთოს 10 ციფრიანი ნუმერაცია ერთ გარბენზე, და ამასთანავე, შეინარჩუნოს ბეჭდვის მაღალი ხარისხი.

Flexography

ომეგა თეგში ჩვენ გვაქვს საკუთარი შიდა ფლექსო პროცესების სისტემა Du Pont ‘CYREL’ Varniflex 1050 E. ფლექსო ფორმებით ბეჭდვა შესაძლებლობას გვაძლევს გავლაქოთ UV ლაქით, ოქროს, ვერცხლისა და პრიალა ლაქებით, როგორც ამორჩევით ასევე მთლიან სიბრტყეზე.